🧡 შაბათს, 20 სექტემბერს, შეხვდი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორს, პაოლო ჯორდანოს.
📖 ავტორის სადებიუტო რომანი, „მარტივი რიცხვების მარტოობა” მატიასა და ალიჩეს სიყვარულისა და მარტოობის ამბავს მოგვითხრობს. მატია ფიქრობს, რომ ის და ალიჩე მარტივი რიცხვები არიან, მარტოსული და დაკარგული, ის რიცხვები, რომლებიც გვერდიგვერდ კი დგანან, მაგრამ არც იმდენად, რომ ერთმანეთს შეეხონ, თუმცა მატიას მისთვის ეს არასოდეს უთქვამს...
წიგნი განსაკუთრებით პუპულარულია ახალგაზრდა მკითხველებს შორის და 2008 წელს იტალიაში გამოცემის შემდეგ 36 ენაზე ითარგმნა. 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. რომანმა მოიპოვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიები „Strega" და „Campiello-Opera Prima".
მთარგმნელი: მაია ტურაბელიძე
❗ შეხვედრა მკითხველთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში, ინგლისურ ენაზე გაიმართება. ცხადია, ჩვენი მკითხველი ავტოგრაფის მიღებასაც შეძლებს ✍️
◼️ შეხვედრის წარმდგენი: მარიამ ნოზაძე, მთარგმნელი და აქტივისტი.
😊 ერთმანეთს შევხვდებით 20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ვაკის პარკის "წიგნის კაფეში" (არჩილ მიშველაძის #4).
You may also like the following events from Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L: